სკოლა (WTF?!) და ზაფხულიდან შემორჩენილი მოგონებები

არ ვიცი რატომ დავივიწყე ასე ჩემი ბლოგი, მაგრამ რავიცი დღეს შემოვედი და საშინლად მომინდა რამე დამეწერა, ჰოდა ვწერ.

მოკლედ, დაიწყო სკოლა და დაიწყო ჩემი უძილობა, უხასიათობა და სკოლაში “პახაობა” .   ვზივარ გაკვეთილებზე და ვფიქრობ როგორი მხიარული და საინტერესო ზაფხული მქონდა , სხვა რა გზაა.

large

ზაფხულში ერთხელ ასეთი ისტორიაც შემემთხვა. Continue reading

ჩვენი პროვოკატორი კნუტები

ljh

რამდენიმე თვის წინ გააჩინა ჩემმა კატამ ორი უსაყვარლესი კნუტი. ერთი სულ თეთრი და ერთი შავ-თეთრი.  ისეთი ჩასაყლაპები იყვნენ, რომ მეც კი შემაყვარეს თავი. არადა კატებს ვერ ვიტან. თუმცა ჩემი სიყვარული რა მოსატანია მამაჩემის სიყვარულთან.

ვითომ ჰო საყვარლები და ფისოები, არადა სადაც წავიდნენ კონფლიქტი მიიტანეს . ამიტომაც შევარქვი მათ პროვოკატორები.

Continue reading

“წაკითხული არა, მაგრამ “კინო” მაქვს ნანახი”

large (3)

რამდენჯერ გსმენიათ ასეთი დიალოგი ?
-ანა კარენინა წაკითხული გაქვს ?
-წაკითხული არა, მაგრამ კინო მაქვს ნანახი.

(და ანა კარენინას სახით ყველა ის ფილმი , რომლის ეკრანიზაციაც არსებობს )

 

Continue reading

როგორც ყოველთვის…

რატომ ხდება ასე ? თავიდან ყველაფერი კარგადაა, მეგობრები ხართ, მაგრამ გამოჩნდება ვიღაც გოგო მის ცხოვრებაში და წკაპ! ყველაფერი ქრება. არა, არ ქრება , უბრალოდ ის გიკიდებს და შენ გრჩება მოგონებები, რომლებსაც ბოლოს შენდა უნებურად ივიწყებ.

არასდროს მესმოდა რატომ ამჯობინებს ხალხი მეგობარს შეყვარებულს. ყველას ჰომ თავისი ადგილი აქვს? შეყვარებული ვერასდროს ვერ ჩაანაცვლებს მეგობარს და ვერც მეგობარი შეყვარებულს. რა ვიცი ჩემთვის ასეა.

large (2)

ხანდახან მქონდა მომენტები, როცა მეგონა, რომ მომწონდა . ახლა ვხვდები, რომ გული მწყდება, მაგრამ არა იმიტომ, რომ შეყვარებული ყავს, არამედ იმიტომ, რომ როგორც მეგობარი დამიკიდა…

მოკლედ, ეს პოსტი ერთ კონკრეტულ ადამიანს ეძღვნება. ის ალბათ ამ პოსტს არც ნახავს, მაგრამ თუ ნახა, ვერ მიხვდება რომ მასზეა .

 

 

before …

get ready Kazbegi, we’re coming ^___^

სულ რაღაც 4 საათი და 40 წუთი და წავალთ …

პირველ რიგში, მოვრჩი გამოცდებს და უჰჰჰუუუუ სკოლაც დამიმთავრდა :3 now I’m as free as my hair :3 უკვე მცალია და ვერანაირად ვერ ვიჯერებ რომ ამაღამ….

Continue reading

ორი ფოტოგრაფი

მოკლედ ვაგრძელებ ქართველი ფოტოგრაფების თვალით დანახული სამყაროს შესწავლას . ისევ იმ პოსტის მაგვარი მინდოდა რომ გამეკეთებინა, მაგრამ ორი ფოტოგრაფი ისე მომეწონა, რომ მათაც სხვებში ვერ შევურევდი …

მოკლედ, აი ისინიც :

Ikk Dolidze’s Photowork :

248065_520098221380170_242268514_n

Continue reading

ვიღაცისთვის :3

მიდიხარ ქუჩაში , თან მუსიკას უსმენ და სადღაც გეჩქარება. უცებ შენს ყურადღებას იპყრობს მანქანა. არა მანქანა კი არა მისი მძღოლი, რომელიც შენ გიყურებს , თან მანქანას ატარებს. შენც თვალს თვალში უყრი(ამ ბოლო დროს არავის არიდებ თვალებს) და ფიქრობ “რას მიყურებ , იქნებ რამეს შეასკდე”…  აკვირდები და ხვდები, რომ მოგწონს. გადახოტრილი, ოდნავ ამოსული თმებით , თხელი ცხვირით და დიდი ტუჩებით.

ის ამასობაში, თანდათან გშორდება და ფანჯრიდან უფრო და უფრო დიდზეა გადმოწეული, რომ დაგინახოს. ფიქრობ როგორ მიიქციო მისი ყურადღება და გააჩერებინო მანქანა. პირველი რაც მოგაფიქრდა ენის გამოყოფა იყო, “არა, ამაზე მარტო იღიმებიან ხოლმე”…

largeghjk Continue reading